წინა

დიდ

მეგობრობა

ჩვენი მისიაა მთელი მსოფლიოს ბავშვებს მეგობრულ და ურთიერთპატივისცემის გარემოში შეხვედრის საშუალება მივცეთ. ვაკეთებთ ამას არტისტული მოქმედებების მეშვეობით, შთავაგონებთ მათ საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის წარმოდგენას და ვაძლვთ მათ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებიან განახორციელონ ბავშვური ოცნებები.

მიუხედავად იმისა რომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ რთულ სიტუაციაში მყოფ ბავშვებს, ვაფართოებთ მათი შესაძლებლობების სპექტრს, აგრეთვე გვჯერა, რომ პროექტს სარგებლობა მოაქვს ბავშვებისთვის უფრო სტაბილური და მატერიალურად შეძლებული გარემოდან. ჩვენ ვთვლით, რომ სხვადასხვა გარემოს ბავშვების შეხვედრის და მეგობრობის დამყარების შესაძლებლობა მშვიდობის და ურთიერთგაგების საფუძველია.

პროექტში მონაწილე ბავშვების მთლიანი ჯგუფის ერთერთი საოცარი საკითხია მათი სხვაობა ბევრ საკითხებში: გეოგრაფია, ენა, წლოვანება, რელიგია და სოციალური წარმოშობა, ამაში ფინანსური და ოჯახური სტატუსი და მათი თვითშეფასების ან თავიაანთი საზოგადოებდან გარიყულობის შეგრძნება. ეს მრავალსხვაობა არის ერთერთი მშვენიერი საკითხი პროექტში და ჰქმნის როგორც გარკვეულ გამოწვევას ასევე შესაძლებლობებს ბავშვების მომავალ ცხოვრებაში.

წარმოგიდგენთ ჩვენი Brave Kids -ის ტექსტებს და სურათებს, რომლებიც მოგიყვებიან მეგობრობაზე საკუთარი სიტყვებით.

header

  • ჩემთვის Brave Kids არის გარემო, რის წყალობით ემოციები უფრო ძლიერი და მკვეთრი ხდება. Brave Kids გვეხმარება ჩვენ აღმოვაჩიოთ ჩვენი მომავალი. მის წყალობით დავმეგობრდით და ვუკავშირდებით ხალხს, რომლების არსებობაც არც კი ვიცოდით. ადრე ვფიქრობდი სტანდარტულად. ეხლა კი ეს შეიცვალა და მიხარია რომ ვართ Brave Kids Brave Kids-ის წყალობით. არა მარტო ის შეიცვალა თუ როგორ ვუყურებ ემოციების, არამედ აგრეთვე სულ სხვანაირად დავინახე ჩემი ცხოვრება. ადრე სკოლაში დავდიოდი შაბლონურად სკოლის შემდეგ სადილი სადილის შემდგ თეატრი თეატრის შემდეგ საშინაო დავალება და ასე შემდეგ მაგრამ არ ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით. ვაკეთებდი ამას რადგან მომთხოვდნენ. მაგალითად სკოლაში - დავდიოდი რადგამ მამას უნდოდა, რომ მევლო. ზოგჯერ თეატრში, რადგან ჩემი ძმა დადიოდა. არ ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში, თუ როგორ მეცხოვრა ამ მშვენიერი ცხოვრებით. მაგრამ Brave Kids-მა შეცვალა მთელი ჩემი წარმოდგენა და გზა, როგორითაც ვცხოვრობდი. იმის კეთება დავიწყე რაც მე მაბედნიერებდა და მაძლევდა საშუალებას რომ მინდოდა ამის კეთება. დამეხმარა ჩემი უნარების განვითარებში, სწავლის გაღრმავებში (...) ეხლა ვიცი, როგორ სვამენ ირანელები ჩაის, მაქვს ტრადიციული უკრაინული ტანისამოსი, და ა.შ. ამან არა მარტო დამეხმარა, არამედ გამხადა ყველაზე ბედნიერ და სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანად. ადრე, ვუყურებდი ფილმებს YouTube-ზე გასართობად. ეხლა ვხმარობ მას რომ აღმოვაჩინო ახალი რამეები და გავიცნო სხვადასხვა კულტურები. არა მარტო რაღაც შეიცვალა ჩემში არამედ უკვე ვიცი, რა გავაკეთო ჩემს ცხოვრებაში. რა უნდა გავაკეთო რომ ვიყო ბედნიერი. ეს ნიშნავს, მეგობრების ყოლა და მათთან ლაპარაკი. გააბედნიერო ისინი. გადაიღო ფილმები, რადგან მიყვარს კამერით მუშაობა. გაიცნო ეს სამყარო. გაიცნო უფრო მეტად სამყაროს კულტურები. და ეს ყველაფერი Brave Kids-ის წყალობით.

    სუმიტი, ინდოეთი
  • როდესაც ვიღაცამ პირველად მომიყვა Brave Kids-ის შესახებ, ჩემს თავში წარმოვიდგინე სუპერგმირების სურათი, რომლებიც ერთმანეთს სამყაროს პოზიტიურად შესაცვლელად ხვდებიან. რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გაცნობიერება, რომ Brave Kids არის სხვადასხვა კულტურებისა და რწმენის ცეკვის მეშვეობით შერწყმა სწავლის მიზნით. ზუსტად ესე წარმოვიდგენდი პირველად მიზანს და ამ პროექტის ფესვებს. Brave Kids-ის პროექტი ანადგურების რასიზმის მენტალობას, რომელიც ყალიბდება სხვადასხვა რასის ბავშვების გონებაში, მაგალითად ჯოელ ტელემვასთვის, შავი ბიჭი უგანდიდან, აფრიკა. აქ არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე, სადაც თავიდან ზოგიერთის მხრიდან რასული დისკრიმინაციის ქვეშ ვხვდებოდი, მაგრამ კულტურული ურთიერთგაგების წყალობით პროექტის ბოლოს კარგი მეგობრები გავხვდით და ამან გული ჯადოსნურად ამიყუჩა და შთამაგონა. Brave Kids პროექტი აძლევს მონაწილეებს გრძნობების და უნარების გამოხატვის სივრცეს. ამ პროექტის ძვირფასი ელემენტი ერთმანეთის სიყვარულია, და აგრეთვე ოჯახული კავშირის გამყარება მასპინძელი ოჯახების წყალობით, რომლებიც გვეპყრობიან ჩვენ ზუსტად იგივე სიყვარულით როგორც ჩვენი ბიოლოგიური მშობლები.

    ჯოელი, უგანდა
  • Brave Kids-ში მეგობრობის დამყარება ჩემთვის ძალიან ადვილი იყო. იმდენი ახალი ამხანაგი გავიცანი და თანაც ისე, რომ თითქოს მათ დიდი ხანი ვიცნობდი, ეს კი იყო მხოლოდ ერთი თვე, და ჩვენ ესე ძალიან დავაახლოვდით. ის რომ შემეძლო ამდენი ხალხის ამდენი ქვეყნიდან შეხვედრა იყო ჩემთვის მართლა დიდი გამოცდილება. ვფიქრობდი, რომ ძალიან განვსხვავდებით, სინამდვილეში კი ყველანი ვიყავით ერთად და მართლა მომეწონა, რომ დავუმეგობრდი მათ და ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი Brave Kids-ზე. ეს ნამდვილად კარგი რამ იყო.

    შეილინ, ირანი
  • ხალხს შორის ურთიერთობა სხვადასხვაა, ყოველთვის არ არის საუკეთესო, მაგრამ Brave Kids არის ერთერთი ისეთი ადგილი, სადაც განსაკუთრებული მეგობრობა იციან. რასაკვირველია არ იყო ესე თავიდანვე. Brave Kids -ში მონაწილეობა მივიღე ორჯერ, რის წყალობით მოვიპოვე დიდი გამოცდილება უცხოელების გაცნობაში. პროექტის დასაწყისში არავინ ერთმანეთს არ იცნობს, ზოგი უყურებს სხვებს დიდი ინტერესით და გაოცებით. ზუსტად მაშინ იწყება ყველაფერი. იმისთვის რომ ყველამ იგრძნოს კარგად თავი ჯგუფში და გაიცნოს ახალი ამხანაგები, უნდა ჰქონდეს ლაპარაკის და მოქმედების კარგი საფუძველი. პირველი სემინარების დროს, გავიგეთ ერთმანეთის გატაცებები, საყვარელი ნივთბი, ა.შ. ვუჩვენეთ, რითი ჩამოვედით და ვეცადეთ ჩვენი წარმოდგენების გაერთიანება ერთ მშვენიერ სპექტაკლში. შემდეგ გამოჩნდნენ ახალი მეგობრები, სასაცილო მომენტები და იბადება ძმობა და კავშირი. რასაკვირველია არ არის ესე, რომ ყველა ყველასთან მეგობრობს, ზოგიერთები არ მეგობრობენ, მაგრამ Brave Kids-ის ატმოსფერო აძლევს დასაბამს, რომ ყველა აფასებს სხვებს და არ აფუჭებენ ერთობლივ მიღწევებს. ეს პროექტი არის მშვენიერი იმით რომ არავინ არ ჩხუბობს და ყველას უნდა მეგობრობა და ამ საზგადოების ნაწილად ყოფნა. პროექტის დროს ეს საზოგადოება ყველაზე მოქმედებს სხვადასხვანაირად. ზოგიერთი ამას გრძნობის უკვე პროექტის პირველ დღეებში, სხვები კი დიდი ფინალის დღეს, ზოგიც პროექტის დამთავრების შემდეგ. ამიტომ Brave Kids-ის დამთავრებისას ყველანი ბედნიერები არიან არაჩვეულებირივი მეგობრობის დამყარებისა და ამ სამყაროს სილამაზის დანახვის გამო, სადაც ყველა ჰარმონიულად და მეგობრულად ცხოვრობს. გავიცანით ერთმანეთი სამუდამოდ. დასტოვეს ჩემს გულზე მათი კვალი და მაჩუქეს გასაკუთრებული გამოცდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

    მაქსი, პოლონეთი
  • Brave Kids ეს არის მშვენიერი გამოცდილება და მინდა, რომ ყველა იყოს ამ არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი. Brave Kids-ის დროს გავიცანი ბევრი ახალი მეგობარი, რომლების ნაწილი არიან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ჩემს ქვეყანას არ აქვს კარგი დამოკიდებულება. ეს ნიშნავს, რომ გამიჩნდა ჩემი ასაკის ბავშვებთან შეხვედრის და დამეგობრობის იშვიათი შესაძლებლობა, რომლებსაც ალბათ სხვა გარემოებაში არც კი შევხვდებოდი. Brave Kids-მა აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გამეგო ეს უცხო კულტურები რადგან ბევრი ხალხი ჩემი ქვეყნიდან ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩემს ახალ მეგობრებთან ღირს ლაპარაკი.

    იოთამ, ისრაელი
  • 2017 წელს, როდესაც ჩამოვედით სლოვაკეთში, მე და ჩემი ჯგუფი შევხვდით სხვადასხვა სახეობის ხალხს. ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა ინდოეთის გარეთ. ინდოეთში, როდესაც ვხედავთ შავკანიანს, ვუყურებთ მას გაოცებით. ასე რომ დანახვისთანავე ბრაზილიელი ბავშვები არ შეგვიყვარდა. ორი კვირის შემდეგი კი, როცა ერთად გავატარეთ დრო - მათ გვასწავლეს მათი ცეკვა და კულტურა, დავმეგობრდით. ვფიქრობ, რომ აი ეს არის მეგობრობა. ეს იყო გაკვეთილი ჩვენთვის.

    გოგონა ინდოეთიდან.
Next chapter sec

Brave Kids-ის პროექტის სამუშაო მოდელის. სახელმძღვანელო

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee