Brave Kids-ის სპექტაკლები ყოველ წელს განსხვავდბიან ერთმანეთისგან. გვსურს მხოლოდ, შევქმნათ დიდი, ერთ-საათიანი, სპონტანური და სანახაობრივი წარმოდგენა ბავშვების დიდი რაოდენობით სცენაზე.
Brave Kids-ის ქალაქებში, პირველი ეტაპის დამთავრებისას ფინალური სპექტაკლების და აგრეთვე დიდი ფინალის ძირითადი მასალა არის არტისტული ელემენტები, რომლებიც ბავშვებმა თან ჩამოიტანეს: სიმღერები, ცეკვები, თეატრალური სცენები, და სხვა უნარები. ფინალური წარმოდგენა ყველა ამ არტისტული ელემენტის ჯამია გაერთიანებული ერთ წარმოდგენაში. ამ ელემენტების გასაერთიანებლად, ვქმნით სივრცეს, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიაანთ უნარები და ნიჭი, ისწავლონ ერთმანეთისგან.