წინა

ბავშვები ასწავლიან ბავშვებს

შემდეგი

მეგობრობა

დიდ ფინალი

რა არის მეორე ეტაპი?

პროექტის მეორე ეტაპზე ყველა მონაწილე ჯგუფი ჩადის ერთ ადგილას და ერთად ცხოვრობენ - საზაფხულო ბანაკის ვარიანტი. ეს ეტაპი იწყება ინტეგრაციით და ყველა ფინალური სპექტაკლის პრეზენტაციით რომლებითაც დამთავრდა პირველი ეტაპი ყოველ ქალაქში. ეს წარმოდგენები გამოყენება როგორც საწყისი მასალა შემდეგი ეტაპისთვის. და ისევ, ჯგუფები დაკავდებიან არტისტული სემინარებით, ასწვლიან ერთმანეთს და აერთიანებენ ახალ ელემენტებს სრულიად ახალი სპექტაკლის შესაქმნელად: Brave Kids-ის დიდი ფინალური სპექტაკლისა. დაიდგმება იგი შემდგომში მაყურებლებისათვის წინაშე დიდ სცენაზე ვროცლავში.

რი შესახება არის დიდი ფინალი?

Brave Kids-ის სპექტაკლები ყოველ წელს განსხვავდბიან ერთმანეთისგან. გვსურს მხოლოდ, შევქმნათ დიდი, ერთ-საათიანი, სპონტანური და სანახაობრივი წარმოდგენა ბავშვების დიდი რაოდენობით სცენაზე.

Brave Kids-ის ქალაქებში, პირველი ეტაპის დამთავრებისას ფინალური სპექტაკლების და აგრეთვე დიდი ფინალის ძირითადი მასალა არის არტისტული ელემენტები, რომლებიც ბავშვებმა თან ჩამოიტანეს: სიმღერები, ცეკვები, თეატრალური სცენები, და სხვა უნარები. ფინალური წარმოდგენა ყველა ამ არტისტული ელემენტის ჯამია გაერთიანებული ერთ წარმოდგენაში. ამ ელემენტების გასაერთიანებლად, ვქმნით სივრცეს, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ გაუზიარონ თავიაანთ უნარები და ნიჭი, ისწავლონ ერთმანეთისგან.

header

  • ეს არის უბრალოდ სილამაზე, ჩვენც ვეძებთ სილამაზეს და გვიხარია ჩვენი პატარების სილამაზე და მათ აგრეთვე უხარიათ თავისი სილამაზე

    კასია
  • იმიტომ ჩვენი ამბიციაა მივაღწიოთ სცენაზე უფრო ბავშვური თამაშის, სპონტანურობის და სიხარულის შთაბეჭდილება, ვიდრე სიზუსტისა

    მეფო
  • ბავშვები ცეკვავენ ერთად, ზოგჯერ ასრულებენ ნაბიჯებს, რომლებიც ისწავლეს ერთმანეთისგან დაახლოებით ნახევერ საათში. უშვებენ შეცდომებს, რასაკვირველია ესეა, მაგრამ როდესაც ცეკვავენ ღიმილიანი სახით, ვერ ვამჩნევთ ამას. ეს გატაცება და საერთო სიხარული უფრო მეტად ძლიერი და სანახაობრივია ვიდრე სრულყოფილი შესრულება

    კასია
  • სრულიად გამოვდივართ სცენიდან. თავიდან არ იყო ადვილი. დაგვჭირდა რამდენიმე წელი ასეთი მიდგომის მისაღწევად. წესი „სცენა უფროსების გარეშე“ სჩანდა სარისკო, როდესაც სცენაზე 150 ბავშვია, აპარატურა, რეკვიზიტები, ინსტუმენტები და ა.შ. მაგრამ გამოგვივიდა! წლობით ვცდილობთ მინიმალურად ჩავრეულიყავით. დავაწესეთ ფარგლები, რათა ყოფილიყო უსაფრთხოება და დავაწესეთ გარკვეული წესები, ისეთი როგორც: „ყოველთვის დააწყვე შენი ინსტრუმენტები სცენის ამ მხარეს“ და „ყველა უვლის თავის ინსტრუმენტს“. შემდეგ გამოვდივართ. ეს არაჩვეულებრივია, რომ მათი ესე დატოვება როგორ ათავისუფლებს შემოქმედებით სულს პასუხისმგებლობის გრძნობასთნ ერთად. მჯერა შემოქმედებით პროცესისა. თუ იმედი გაქვს, შეგიძლია შენი ტრავმებიც გადალახო, მაგრამ ამისთვის გჭირდება სიხარული და სიცილი. არაფერი არ გამოვა, თუ ვიქნებით დაღლილი, თუ ძალით გავაკეთებთ ამას. გვჭირდება სიხარული და მისი მხარდაჭერა, ზოგჯერ სრულყოფილების ხარჯით.

    იაცეკი

tips

რას უნდა მიაქციონ ყურადღება არტისტულ ინსტრუქტორებმა დიდი ფინალის შექმნის დროს?

  • ყველა სცენაზეა - ვცდილობთ შევქმნათ სპექტაკლი ისეთნაირად, რომ ყველა ბავშვი ყოველთვის იყოს სცენაზე და სათანადოდ იღებდეს მონაწილეობას. რასაკვირველია შეგვიძლია ვცადოთ სხვა მეთოდები, მაგრამ სულ ვცდილობთ გამოვიყენოთ დიდი ჯგუფის მთლიანი ენერგია და პოტენციალი, კულისებში დამალული ბავშვების გარეშე. არის სიტუაციები, როდესაც უბრალოდ უნდა დავატოვებინოთ მონაწილეებს სცენა ტექნიკური მიზეზების გამო, როგორებიცაა: რეკვიზიტების გადატანა, კოსტიუმების გამოცვლა, ა.შ.

 

  • ენერგეტიკული წონასწორობა (არც ისე გრძელი, დინამიური, გამართული მონტაჟი) - ალბათ მალე შეგვიყვარდება ყველა ბავშვი, რომლებთანაც ვმუშაობთ და აღფრთოვანებულები დავრჩებით მათი ნიჭით და კულტურით. აგრეთვე დიდ ენერგიას დავუთმობთ სცენებზე მუშაობას რადგან არის იმდენი რამ რისი ჩვენებაც გვინდა (რომ ჩავსვათ პროგრამაში). რთულია იქნება სცენების ამოღება, გადაწყვეტა რომელი სცენაა საჩვენებელი და რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს. მიუხედავად ამისა უნდა გვახსოვდეს, რომ ვცდილობთ შევქმნათ დროით შეზღუდული ერთობლივი სპექტაკლი. მუდამ ვეცადოთ ვუყუროთ ფართო პერსექტივით და გვახსოვდეს, რომ თუმცა გვინდა რომ ვაჩვენოთ ყველა ჯგუფი და სცენა, მაყურებლის ყურადღება შეზღუდულია.

 

  • სცენა უფროსების გარეშე - გადაცემული პასუხისმგებლობა - უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს ბავშვების სპექტაკლი, და არა შენი. შეეცადე შექმნა გარემო, რომელშიც არ ხარ საჭირო სცენაზე და არც წარმოდგენა საჭიროებს შენს მმართვას გვერდიდან. მიეცი მათ საშუალება გააკეთონ ეს, მიზნის შენარჩუნებით (იხ. სემინარების პროცესი). გვჯერავს, რომ ბავშვების სპექტაკლი უფრო ძლიერი და ალალია, როდესაც სცენაზე არ არიან უფროსები ...
  • მეტი ტრადიცია ვიდრე თანამდროვულობა - უფრთხილდი თანამედროვე, გლობალური პოპკულტურის ელემენტებს. ისინი ზოგჯერ ძალიან ავტენტურად სჩანან, ღირს მათი ჩვენება სპექტაკლზე. მაგრამ, შეიძლება უნებლიედ გადააჭარბონ/დაფარონ ტრადიციული ფორმები, რომლებიც ერთი მხრივ შეიძლება არ არის ადვილი აღსაქმელი და რთული გასაგებია, მეორე მხრივ კი მაინც ძალიან ძვირფასი და საინტერესოა მაყურებლისათვის.
  • მეტი ცოცხალი მუსიკა ვიდრე გაშვებული ჩანაწერები - ვვრაუდობთ, რომ ცოცხალი მუსიკა უფრო საინტერესოა ვიდრე ჩანაწერები. იგი მეტი რაოდენობით ბავშვების ჩართულობის საშუალებას იძლევა. შეეცადე ასწვლო ცოცხალი მუსიკა, თუ არი საშუალება, მაღალი არტისტული დონის უზრუნველსაყოფად. თუ სხვა გამოსავალი არ არის, შეგიძლია გამოიყენო ჩანაწერები. ჩანაწერი დაგეხმარება დაიწყო და შექმნა სცენები უცბად და ეფექტურად.
  • ჯგუფური სცენები ვიდრე სოლო - ყოველითვის არიან არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი ბავშვები (ან ჯგუფები), რომლებიც ასრულებენ მაღალი ხარისიხის ილეთებს. ჩვენი მოვალეობაა ვიპოვოთ და ვაჩვენოთ ეს ნიჭი. მაგრამ ფრთხილად იყავი. ნუ დაუთმობ მათ მეტ ყურადღებას. დააფასე, მაგრამ არ „გააფუჭო“ ისინი. ყოველითვის წააქეზე გააზიარონ ნიჭი. შეიძლება სხვებმაც შესძლონ დაუფლება და მათთან ერთად გამოსვლა? თუ სხვა გამოსავალი არ არის, აჩვენე „სოლო“, მაგრამ არც ძალიან დიდხანს.

Ask yourself..

  1. რატომ ვაკეთებთ ფინალურ სპექტაკლს?
  2. როგორ გამოვიდეთ ყურადღების ცენტრიდან და გადავცეთ ძალაუფლების ნაწილი ბავშვებს?
  3. როგორ ვენდოთ ბავშვების კომპეტენციას და უნარებს?

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee