“ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ უნდა იყოს მთლიანი სემინარული პროცესის უდიდეს ნაწილი.
ფილოსოფია „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ არის თანაგრძნობის და ურთიერთნდობის საფუძველზე დაყრდნობილი სწავლის მოდელი და შეიმუშავებს Brave Kids-ების ნდობას საკუთარ უნარებისადმი, არა მარტო როგორც არტისტებისა, არამედ როგორც ლიდერებისა თავიაანთ საზოგადოებაში.
ბავშვების მიერ წარმოდგენილი სიმღერები, ცეკვები და სხვა ელემენტები, ხდება საწყის მასალად რომელსაც ასწავლიან და თვითონ ისწავლიან ერთმანეთისგან (სხვა სპონტანურ ელემენტებთან ერთად, რომლებიც გამოჩნდება ხოლმე ბუნებრივად, როდესაც ბავშვები ხვდებიან ერთმანეთს და თამაშობენ შესვენებებისა და თავისუფალი დროის განმავლობაში).
სემინარების ნაწილია მონაწილეების მიერ საკუთარი უნარების გაზიარება; სწავლობენ ცეკვას, სიმღერებს, ცირკის ილეთებს, აჩვენებენ ვარჯიშებს, დგამენ თეატრალურ სცენებს და ა.შ. ეს არის მათი სემინარი. როგორც არტისტული ინსტრუქტორები ვართ აქ მხოლოდ იმისთვის, რომ გავუადვილოთ ეს მათ.
ამ მოდელში არტისტული ინსტრუქტორის როლია უმთავრესად მხარდაჭერა, ბავშვების აყოლა, მათი დახმარება იქ, სადაც უჭირთ - მაგრამ მაშინაც გვინდა, რომ ჯერ მოგვთხოვონ ეს დახმარება. ამ ყველაფრისთვის, არტისტულ ინსტუქტორმა უნდა აღჭურვოს ბავშვები პედაგოგიური ინსტრუმენტებით და აჩვენოს მათ მუშაობის დროს გამოყენებული კომუნიკაციის მოდელი. ეს არის სემინარის ელემენტი დასახელებით: სამუშაო ინსტრუმენტების გაზიარება.
სწავლების და სწავლის პროცესში კომფორტულად რომ რომ იგრძნონ თავი, ახალი გამოწვევების წინაშე, ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხო და მეგობრული გარემო, მუდმივი შეფასების გარეშე. მისი შექმნა და სათანადო დონეზე შენარჩუნება არის აგრეთვე არტისტული ინსტრუქტორის როლში შედის.