წინა

ურთიერთგაგება

შემდეგი

დიდ

ბავშვები ასწავლიან ბავშვებს

რას ნიშნავს „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“?

ფილოსოფია „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ არის თანაგრძნობის და ურთიერთნდობის საფუძველზე დაყრდნობილი სწავლის მოდელი და შეიმუშავებს Brave Kids-ების ნდობას საკუთარ უნარებისადმი, არა მარტო როგორც არტისტებისა, არამედ როგორც ლიდერებისა თავიაანთ საზოგადოებაში.

ბავშვების მიერ წარმოდგენილი სიმღერები, ცეკვები და სხვა ელემენტები, ხდება საწყის მასალად რომელსაც ასწავლიან და თვითონ ისწავლიან ერთმანეთისგან (სხვა სპონტანურ ელემენტებთან ერთად, რომლებიც გამოჩნდება ხოლმე ბუნებრივად, როდესაც ბავშვები ხვდებიან ერთმანეთს და თამაშობენ შესვენებებისა და თავისუფალი დროის განმავლობაში).

სემინარების ნაწილია მონაწილეების მიერ საკუთარი უნარების გაზიარება; სწავლობენ ცეკვას, სიმღერებს, ცირკის ილეთებს, აჩვენებენ ვარჯიშებს, დგამენ თეატრალურ სცენებს და ა.შ. ეს არის მათი სემინარი. როგორც არტისტული ინსტრუქტორები ვართ აქ მხოლოდ იმისთვის, რომ გავუადვილოთ ეს მათ.

ამ მოდელში არტისტული ინსტრუქტორის როლია უმთავრესად მხარდაჭერა, ბავშვების აყოლა, მათი დახმარება იქ, სადაც უჭირთ - მაგრამ მაშინაც გვინდა, რომ ჯერ მოგვთხოვონ ეს დახმარება. ამ ყველაფრისთვის, არტისტულ ინსტუქტორმა უნდა აღჭურვოს ბავშვები პედაგოგიური ინსტრუმენტებით და აჩვენოს მათ მუშაობის დროს გამოყენებული კომუნიკაციის მოდელი. ეს არის სემინარის ელემენტი დასახელებით: სამუშაო ინსტრუმენტების გაზიარება.

სწავლების და სწავლის პროცესში კომფორტულად რომ რომ იგრძნონ თავი, ახალი გამოწვევების წინაშე, ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხო და მეგობრული გარემო, მუდმივი შეფასების გარეშე. მისი შექმნა და სათანადო დონეზე შენარჩუნება არის აგრეთვე არტისტული ინსტრუქტორის როლში შედის.

header

  • ერთერთმა ლიდერმა გვითხრა ერთხელ, რომ Brave-ის და აქ დანახული პატივისცემის წყალობით, მისი ჯგუფის ბავშვები გადხდნენ უფრო დარწმუნებულები საკუთარ თავში და საკუთარი კულტურითა და სხვებთან ურთიერთობით ამაყები. მაშინაც როდესაც ასრულებენ არქაულ ცეკვებს, არ ეშინიათ, რომ ვინმე დასცინის ან გააჯავრებს მათ. „ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ იღებენ ყურადღებას, და აგრეთვე მშვენიერი გართობის წყალობით: ბავშვები იკრიბებიან, სწავლობენ ერთმანეთისგან და გაიცნობენ ერთმანეთს. საქმე ამ კულტურული გახევების გადალახვაშია. ეს გარკვეული დონით ტაბუს გადალახვაა, რაც ეხმარება ბავშვებს გაიგონ, რომ ეს არ არის ისეთი არქაული, რომ ცოცხალია და შეიძლება მას შეხედო სხვა მხრიდან. ამ მეთოდით ეს იღებს მათთვის სხვა მნიშვნელობას. ეს ჟესტი, სიმბოლო, ეს ცეკვა - ხდება რაღაც სხვა რამე, ახალი და მომხიბლავი, თან თუ შესრულებულია სხვა კულტურის ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვების მიერ.

    იაცეკი
  • „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ - ეს არის რამ, რაც გვინდა დავინახოთ: ბავშვებმა, რომელბმაც ისწავლეს რამე სხვა ბავშვებისგან, მათი მეგობრობა და ახალი ხალხის გაცნობა. (...) ბავშვები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია რამის გაკეთება, დღის ბოლოს კი სწორედ მათ აქვთ შანსი, რომ ეს გამოვიდეს წარმოდგენის დროს... და ერთად, სიხარულში, გრძნობენ კმაყოფილებას და გული უყუჩდებათ რადგან ეს მათი წვლილის გამო გამოდის. კასია

    კასია
  • „წარმოდგენა ყოველთვის გამომდინარეობს სამყაროდან, რომელშიც ცხოვრობენ ეს ბავშვები, გამოვლინდება მეტაფორები, ნახატები, რომლებსაც ხმარობენ. ერთმანეთისადმი გამოხატული ემფათიიდან იბადება პატივისცემა და ურთერთპატივიცემა გადადის მარტივ დაფიქრებაში, რომელსაც ჰქვია „ვაჰ, მისთვისაც იგივეა, მისთვისაც ეს ძნელია, ისევე ძნელი როგორც ჩემთვის“. და ამის გამო, ამასთან დაკავშირებით ჩნდება სიმპათია.“

    გჟეგოჟი

Examples

თამაში: „გააკეთე ის რასაც მე ვაკეთებ“?

ჩვენი მუშაობის პროცესი უმეტეს წილად სწავლის და მიბაძვის არაფორმალურ მეთოდებს ეყრდნობა.

„გააკეთე ის, რასაც მე ვაკეთებ“ ეს უბრალო თამაში არის Brave Kids-ის სწავლების მოდელის გული (ბავშვები ასწავლიან ბავშვებს), და აგრეთვე ჩვენი საერთო კომუნიკაციის საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიტყვიერი ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ რაღაც ელემენტის როგორც მაგალითის მიცემით, ვსწავლობთ თუ როგორ გავაკეთოთ რამე. მაგალითად, იმის ახსნის მაგივრად, თუ რამდენიმე ნაბიჯი გავაკეთოთ და რომელი მიმართულებით, უბრალოდ ვაჩვენებთ ამას (უფროსწორედ, სთხოვე ბავშვებს, რომ გაჩვენონ ეს მასალა რამდენიმეჯერ) და ვთხოვთ ყველას, რომ ეს გაიმეორონ.


tips

დაიმახსოვრე წესი, რომელიც გვინდა გადავცეთ სპექტაკლზე: ბავშვები ასწავლიან ბავშვებს. სპექტაკლი არ არის მხოლოდ სხვადასხვა ელემენტების უბრალო კომბინაცია. ყოველი სცენა ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

დაიმახსოვრე: ურთულესი და მოსაწყენი დავალებებიც კი შეიძლება გადააქციო შემოქმედებით თამაშში.

Ask yourself..

  1. რას გააკეთებდი, როდესაც ბავშვები მოელოდებიან არტისტული ინსტრუქტორისგან სხვა ბავშვბის სწავლებას?
  2. რა მოვუხერხოთ ავტორიტეტულ სწავლის მოდელს, რომელშიც გაზრდილები არიან ბავშვები?
  3. რას გააკეთედებდი, თუ ბავშვები ყვირიან ან ხელს კრავენ სხვებს სწავლების დროს?
  4. როგორ წვლილს შეიტან პროექტში, თუ ბავშვები ასწავლიან ბავშვებს?

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee