წინა

სემინარები და ფინალური სპექტაკლი

შემდეგი

ბავშვები ასწავლიან ბავშვებს

ურთიერთგაგება

თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება ვთქვათ სიტყვებით, შეიძლება გამოიხატოს სხვანაირად.

Brave Kids-ის პროექტში სალაპარაკო ენა არის კომუნიკაციის არც ისე დიდი ნაწილი. ჩვენი ჟესტები, ხმის ტონი, მიმიკა და სიტუაციის კონტექსტი ხშირად გამოხატავენ მეტს ვიდრე სიტყვები. ვაყალიბებთ კომუნიკაციის ალტერნატიულ მეთოდებს კულტურულად განსხვავებული ხალხის ჯგუფებისთვის, და ვუჩვენებთ მათ, თუ როგორ დაეკონტაქტონ ერთმანეთს და იმუშავონ სიტყვების გარეშე.

ჩვენს სამუშაო მოდელში ვიყენებთ არტისტულ ელემენტებს, რომლებიც ბავშვებს შემოაქვთ პროექტში თავისი ჯგუფების თავდაპირველი წარმოდგენებით, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმას რომელიც კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საშუალებას აძლევს მათ.

ვცდილობთ, რომ ვმართოდ ჯგუფი არა იძულებით, ბრძანებით ან ახსნა-განმარტებით, არამედ მოქმედების, ჩვენების, მაგალითების მიცემის მეშვეობით. უნდა გვახსოვდეს, რომ Brave Kids-ის დროს, საქმე გვაქვს კულტურულად და სოციალურად განსხვავებულ ჯგუფებთან. ამიტომ თამაშები და ვარჯიშები არის ჯგუფების, კონცენტრაციისა და ენერგიის მმართვის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები. თამაშის მეშვეობით ვთავაზობთ მონაწილეებს ასევე უსიტყვო კომუნიკაციის ინსტრუმენტებს, ვქმნით ეფექტურ სამუშაოს ადგილს კრეატიულ, სასიამოვნო ატმოსფეროში.

ჩვენი ძირითადი მიდგომაა პატივისცემა და ემპათია ურთიერთობისას.

როგორ ვლაპარაკობთ საერთო ენის გარეშე?

სამუშაოდ და კომუნიკაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ არტისტული ელემენტები, როგორებიცაა:

მოძრაობა - ცეკვა, თეატრალური მოძრაობა, ჟესტები, მიმიკა, აგრეთვე რიტუალური, ცირკის, აკრობატიკის, თოჯინების ელემენტები და ა.შ.,

ხატვა - ნახატები,

მუსიკა - სიმღერა, ისტრუმენტებზე დაკვრა, ა.შ.,

რეკვიზიტები - თოჯინები, ინსტრუმენტები, კოსტიუმები,

სიტყვები - სიტყვების გამოთქმა (ტექსტი), დათვლა, სიმღერების სიტყვები, ა.შ.,

მიმიკა - სასაცილო სახეების გაკეთება ყოველთვის მოქმედებს,

ხმა: სიცილი, სტვენა, ტაშის დაკვრა, ა.შ

ჯგუფების ლიდერების ან სხვა ბავშვების მიერ თარგმნა

უფრო რთული სიტუაციების შემთხვევებში, როდესაც საკითხი არ არის ადვილად საჩვენებელი ან გვინდა რომ აუცილებლად ყველამ გაიგოს, (კონტრაქტის შექმნა, უსაფრთხოების წესების ახსნა, საერთო სიტუაციის ახსნა, კრიზისული სიტუაციები, ა.შ.), მაშინ გადათარგმნას ვთხოვთ ჯგუფების ლიდერებს.'

ზოგჯერ ბავშვები ფლობენ ერთზე მეტ ენას. გადათარგმნაში დახმარების თხოვნა აძლევთ მათ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, ასე რომ დროს ვუთმობთ იმის გარკვევას თუ რა ენებზე ლაპარაკობენ ბავშვები.

header

  • (...) რამდენიმე წლის წინ, იყო ორი დაახ. 8-წლის ბიჭი, ერთი კავკასიიდან, მეორე კი რომელიღაც აფრიკული ქვეყნიდან. ყოველ შემთხვევაში გახდნენ არაჩვეულებრივი მეგობრები: იდგნენ ხელჩაჭიდებული შესვენებებზე, ერთად სეირნობდნენ. პირველი ლაპარაკობდა თავის ენაზე, მეორე თავის ენაზე და ეს ხდებოდა, ვგულისხმობ ლაპარაკს, ყოველდღე. მოუყვეს ერთმანეთს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკობდნენ სრულიად სხვადასხვა ენებზე და თუნდაც ერთმანეთის არ ესმოდათ. თუმცა ყველაფერი გაიგეს. ეს იყო საოცარი რამ.

    იაცეკი
  • გვყავდა ორი არაჩვეულებრივად საღი და მგძნობიარე ახალგაზრდა ბურიატი გოგონა. და მაშინ იყო როდესაც ცხოვრებაში პირველად განვიცადე სხვა კულტურისადმი ესეთი რეალური პატივისცემა შერწყმული სიფრთხილესთან. ესე იგი პატივისცემა კი არ გამომდინარეობს იმისგან, რომ მე პატივს ვცემ მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მაძლევს თავის კულტურულ მასალას დასამუშავებლად, რომელიც აღმოჩნდება რომ არის მისთვის რელიგიური მასალა, რის გამოც მე უნდა დიდი სიფრთხილით ჩავატარო კულტურული ელემენტების შეერთება. იმიტომ რომ არ შემიძლია ეს გავაკეთო მხოლოდ იმიტომ რომ ლამაზად გამოიყურება ან ზუსტად ჯდება არამედ უნდა ჩავატარო გასაუბრება. მახსოვს, რომ ეს მოხდა. იქ იყვნენ გოგონები ბურუნდიდან და ზუსტად ეს ბურიატი გოგონებიც. ორივეებს ჰქონდათ რძის გადაცემის და დასხმის ცერემონია. ორივე შემთხვევაში ეს ღრმა კულტურულ-რელიგიური სიმბოლიკის სახეს ატარებს. მახსოვს, რომ გავესაუბრეთ ორივე ჯგუფს დათანხმდებიან თუ არა ერთობლივ გამოსვლაზე. რადგან, ორივე ჯგუფი არც ისე გამოხატავდა ემოციას, ძნელი იყო სინამდვილეში მათი ხასიათის გამოცნობა. მაგრამ დათანხმდენენ და ვფიქრობ რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება.

    მერი

Examples

თამაში:„სახელი და ჟესტი“ წრეში; 1. ერთი პირი შედის წრის ცენტრში, წარმოთქვამს სახელს და ასრულებს მოკლე უბრალო მოქმედებას (ჟესტს, ნაბიჯს, ხმას, ა.შ.); 2. ყველა ერთად იმეორებენ დასახლებას და მოქმედებას; 3. ცენტრში მდგომი პირი ირჩევს სხვას წრიდან და იცვლებიან.

 რუმინელმა და უგანდელმა ბავშვმა თავიდან შეიძლება არ იცოდეს როგორ დაამყაროს კავშირი (რა აქვთ საერთო? რითი განსხვავდბიან?). მაგრამ როდესაც მიიღებენ დავალებას რომ ასწავლონ ერთმანეთს რაიმე კონკრეტული, მაგალითად სიმღერა ან ცეკვა, უცებ იგებენ და იწყებენ მშვენივრად თანამშრომლობას. მათი თანამშრომლობა კი არის ახალი მეგობრობის საფუძველი.

ილონას მაგალითი: ერთხელ მერისთან ერთად გადავწყვიტეთ სემინარის ჩატარება მთელი დღის განმავლობაში სალაპარაკო ენის გარეშე. მის მაგივრად ვხმარობდით სხეულის ენას, ჯესტებს, ნახატებს. ამ დღეს ყველანი იყვნენ ერთი და იგივე დონეზე, რადგან არავის არ ესმოდა არცერთი კონკრეტული ენა. სხვა ბავშვებმა, რომლებიც ლაპარაკობდნენ ინგლისურად ან პოლონურად, მაშინ გაიგეს, რომ სხვებისთვის არც ისე ადვილია უენოდ. ბრაზილიურმა ჯგუფმა უფრო დარწმუნებულად იგრძნო თავი. დაიწყეს აქტიურობის გამოჩენა.

მეფოს მაგალითი: ზოგჯერ ბავშვები იტყუებიან, რომ არაფერი არ ესმით, რადგან ამ შემთხვევაში არ იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე რასაც ეუბნები. აკეთებენ ამას მაშინ როცა რცხვენიათ ან ეშინიათ იმის გაკეთება დანარჩენი ბავშვების წინაშე რაც მათ შეიძლება არ გამოუვიდეთ. რამდენიმე დღეში აღმოჩნდება, რომ გაიგებენ, მაგრამ დასაწყისში გჭირდება მოთმინება.

tips

ინდივიდუალური საუბარი ბავშვთან ან მცირე ჯგუფებში

ჩვენს პრაქტიკაში ყოველთვის მოვნახავთ ყოველ ჯგუფთან კომუნიაციაზე განკუთვნილ დროს. ჩვეულებრივ, ყოველთვის არსებობს ვიღაც ჯგუფში, რომელსაც ესმის ჩვენი ენა რაღაც გარკვეულ ელემენტარულ დონეზე. ვცდილობთ ვისწავლოთ ჯგუფის ენის რამდნიმე ძირითადი სიტყვა. შემდეგ შევიმუშავებთ მთავარი სიტყვების და ჟესტების ჩვენს საერთო „ლექსიკონს“.

ამის გარდა:

  • ეცადე ისწავლო ჯგუფის ენის რამდენიმე ძირითადი სიტყვა, მაგ. „გაუმარჯოს“, „გამარჯობა“, „მადლობა“, „როგორ ხარ“
  • ნუ ნერვიულობ - ბავშვებს ესმით ბევრად მეტი ვიდრე გგონია
  • ყოველთვის შეამოწმე, სწორედ გაგიგეს თუ არა - შეამოწმე თუ კარგად გაიგეს მონაწილეებმა ინსტრუქცია. მოსთხოვე გაგცენ პასუხები ინსტრუქციის (ან სხვა სახის მითითებების) გადაცემის შემდეგ, მაგალითად შეგიძლია შეკითხო რაიმე ჟესტის მეშვეობით - ორიოდე ძირითადი სიტყვით: „OK?” – ცერი მაღლა
  • გახსოვდეს: ზოგჯერ ჯგუფის დიდ ნაწილს ესმის შენი ენა. ეს შენ გიადვილების, მაგრამ გახსოვდეს ისინი, რომლებსაც არ ესმით! ნუ მიატოვებ მათ. შეამოწმე არის თუ არა რეაქცია შენს მოქმედებებზე.
  • სიტუაცია, როდესაც ინგლისური ხდება საერთო ენა დარბაზში, არ არის კარგი, რადგან ზოგიერთმა ბავშვმა, ვინც არ ლაპარაკობს ამ ენაზე, შეიძლება თავი სრულიად გათიშულად იგრძნოს. ვაქეზებთ ბავშვებს იხმარონ თავიაანთი მშობლიური ენა და გაუზიარონ სხვებს. ეს ეფუძნება იმ ძირითად ფასეულებას, რომ ყველა კულტურა თანაბარია.

დაინტერესების გამოჩენა

გამოაჩინე მათი უნარებით დაინტერესება და სთხოვე მათ რომ გასწავლონ რამე. ეცადე შეეკითხო, რა არის მათი დასახელება. მოიქეცი როგორც ჯამბაზი. შეეცადე ისწავლო რამე იმ ბავშვებისგან, რომლებთანაც ვერ ლაპარაკობ და უჩვენე მათ, რომ ცეკვა რომელსაც ცეკვავენ მოითხოვს მაღალ ტექნიკას, ძნელია სასწავლებლად. შემდგომ გადავარდი ან უჩვენე, რომ არ შეგიძლია მისი შესრულება. შემდგომ უჩვენე ამ ნაბიჯის უფრო მარტივი ვერსია და უჩვენე რომ უკვე შეგიძლია მისი შესრულება. ამ ხერხით სიტყვების გარეშე დაიჭერ კონტაქტს ამ ბავშვებთან და დაანახებ, თუ როგორ ასწავლონ სხვებს რთული ნაბიჯები. უნდა იყო ზედმეტად ექსპრესიული ყოველ ეტაპზე, ისეთნაირად, რომ ფაქტი რომ ცდილობ ამას იყოს გასათობი და გასაგები.

ვიდეო მასალით სარგებლობა

აჩვენე ჯგუფის გამოსვლის ფილმი, თუ გინდა აუხსნა ბავშვებს თუ რომელი ნაწილი აირჩე რომ ასწავლონ სხვებს, ან რა შეცვალონ, თუ საჭიროება მოითხოვს.

შეცდომების დაშვება ნორმალურია

თუ რაიმეს არასწორედ გააკეთებ, ბოდიში მოუხადე და ამ საქციელის მაგალითი მიეცი რათა ბავშვებმა იცოდნენ, როგომ მოექცნენ ერთმანეთს (მეფო)

ჯგუფების ლიდერები

შეგვიძლია შევუთანხმდეთ ჯგუფების ლიდერებს, რომ მოვლენ ყოველდღე სემინარების დაწყებამდე რათა განიხილოთ დღის წესრიგი. ჯგუფების ლიდერები ხშირად არ არიან ახლო არტისტული სემინარების დროს და შეგიძლია გამოუძახო მათ გადასათარგმნად ან აგრეთვე ავარიულ სიტუაციებში

Ask yourself..

  1. როგორი მიდგომა უნდა მქონდეს, რომ პროექტში მონაწილეობა მივიღო უმცირეს დონეზე სიტყვიერ კომუნიკაციაზე დაყრდნობით? მჭირდება დამატებითი უნარები?
  2. არის პატივისცემა და ემფათიური კომუნიკაცია ჩემვთვის მნიშვნელოვანი? ვიყენებ მას ყოველდღიურად?
Następny rozdział

ბავშვები ასწავლიან ბავშვებს

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee