ბავშვებს სურთ გაზიარება.
„ვფიქრობ, რომ ბავშვებს სურთ თავის გამოხატვა და სურთ, უბრალოდ, გააზიარონ ის რაც გადაიტანეს, ხალხი კი, რომლებიც მოდიან საყურებლად, უბრალოდ გრძნობენ და ითვისებენ ამ სიხარულს.“
არტისტული
ურთიერთგაგება
„ვფიქრობ, რომ ბავშვებს სურთ თავის გამოხატვა და სურთ, უბრალოდ, გააზიარონ ის რაც გადაიტანეს, ხალხი კი, რომლებიც მოდიან საყურებლად, უბრალოდ გრძნობენ და ითვისებენ ამ სიხარულს.“
პროექტი Brave Kids შეიძლება ჩატარდეს ორი ეტაპად.
რამდენიმე ქალაქში, დაახლოებით 2-კვირიანი პარალელურად მიმდინარე პირველი ეტაპი მთავრდება ბავშვების მიერ, მათი კულტურის და არტისტული ნიჭის გამომხატველ არტისუტულ მასალაზე დაყრდნობილი ერთობლივად შექმილი ფინალური გამოსვლით. მეორე ეტაპი, რომელიც 1,5-2 კვირა გრძელდება, მთავრდება სრულიად ახალი სპექტაკლის მომზადებით: Brave Kids-ის დიდი ფინალური სპექტაკლით ყოველი ქალაქის ფინალური სპექტაკლების მასალაზე დაყრდნობით. ერთიანი სპექტაკლის შექმნა არის Brave Kids-ის პროექტის მთავარი პრაქტიკული ანუ არტისტული მიზანი.
Brave Kids-ის პროექტის პირველ ეტაპი ტარდება პარალელურად რამოდენიმე ქალაქში და ბავშვების მიერ ერთობლივად შექმინილი წარმოდგენებით მთავრდება. ყოველ ქალაქში ხვდებიან ბავშვთა ოთხი არტისტული ჯგუფი. ერთი ჯგუფი შედგება 6 ბავშვისგან. მთლიანი ჯგუფი წარმოადგენს 24 მონაწილეს. ბავშვები მონაწილეობენ პროფესიონალი არტისტული ინსტრუტორების მიერ ჩატარებულ და „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ ფილოსოფიაზე დაყრდნობილ სემინარებში.
ყოველი ჯგუფს მოეთხოვება მოკლე, ათწუთიანი წარმოდგენის მომზადება, რომელიც წარმოადგენს მათ კულტურას, ქვეყანას, საზოგადოებას ან რაიმე ხელოვნების სახეს, რომელსაც ისინი ფლობენ. წარმოდგენილი სიმღერები, ცეკვა და სხვა ელემენტები ქმნიან საბაზო მასალას სწავლისთვის და ერთმანეთის სწავლებისთვის. ამ დინამიური გაცვლის პროცესის საშუალებით ბავშვები ჰქმნიან ერთობლივ ფინალურ სპექტაკლს, რომელიც წარმოდგენილია როგორც პირველი ეტაპის კულმინაცია ყოველ ქალაქში.
ეს ნიშნავს, რომ სპეტაკლის შესაქმნელი მთავარი, ძირითადი მასალა (პირველ და მეორე ეტაპზე) არის საწყისი წარმოდგენების ელემენტები, რომლებიც ჯგუფებმა ჩამოიტანეს. ეს ელემენტები შეიძლება სტილისტიკურად (ცეკვა, თეატრი, ცირკი, მუსიკა) და ხარისხით ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. უნდა შეირჩეული იქნას, საინტერესო ან სხვების მიერ ადვილად სასწავლი ელემენტები, ელემენტები რომლებიც შეიძლება შესრულდეს სოლო და რომლებიც კიდევ დასახვეწია.
ეს ნიშნავს, რომ სპეტაკლის შესაქმნელი მთავარი, ძირითადი მასალა (პირველ და მეორე ეტაპზე) არის საწყისი წარმოდგენების ელემენტები, რომლებიც ჯგუფებმა ჩამოიტანეს. ეს ელემენტები შეიძლება სტილისტიკურად (ცეკვა, თეატრი, ცირკი, მუსიკა) და ხარისხით ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. უნდა შეირჩეული იქნას, საინტერესო ან სხვების მიერ ადვილად სასწავლი ელემენტები, ელემენტები რომლებიც შეიძლება შესრულდეს სოლო და რომლებიც კიდევ დასახვეწია.
სხვანაირად რომ ვთქვათ ვფიქრობთ, რომ სპექტაკლის მთავარი შინაარსია ბავშვების მიერ შეტანილი უნარიანობა, ნიჭი, კულტურის და იდეების ელემენტები. ამიტომ ვცდილობთ უფრო ვიპოვოთ და გამოვკვეთოთ ის ელემენტები, რომლებიც გამომდინარეობს ბავშვებისგან და არ მოვახვიოთ მათ ჩვენი აზრი.
Brave Kids-ის პროექტში მონაწილეებთან ვმუშაობთ სემინარული მოდელით. არსებობს ბავშვებთან და ჯგუფებში მუშაობისთვის განკუთვნილი ბევრი ვარჯიში და თამაში. ყველა ჩვენმა ინსტრუქტორმა იცის ისინი და ყოველმა მათთგანმა შეიმუშავა საუკეთესო პრაქტიკების საკუთარი ინდივიდუალური კომპლექტი. არ არის საჭირო ყოველი მათგანის გამოყენება. ისინი ადვილად ხელმისაწვდომია ლიტერატურაში და ინტერნეტში. გვინდა გავამახვილოთ ყურადღება სხვადასხვა ასპექტებზე, განსაკუთრებით მულტიკულტურალურ ჯგუფებში მუშაობისას.
Brave Kids-ის პროექტის ფარგლებში - I ეტაპის სემინარული სტრუქტურა (რამდენიმე პატარა ჯგუფი სხვადასხვა ქალაქებში) შემდეგნაირი ასპექტები:
Brave Kids-ის მუშაობის პროცესში პირველი ნაბიჯები უბრალოდ შეხვედრაა. საკუთარი თავის, სხვა მონაწილეების და პროექტის მიზნის წარმოდგენისას ყოველთვის ვცდილობთ მეგობრულ გარემო შექმნას:
სანამ დავიწყებთ ჯგუფთან მუშაობას, საჭიროა შევიმუშავოთ და შევთანხმდეთ ამ მუშაობის ძირითად წესებზე. ვაკეთებთ ამას, სემინარების წინ „კონტრაქტის“ დადების საშუალებით, რომელიც აღწერს თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად. (კონტრაქტის შექმნა ეხება ორივე ეტაპს, მაგრამ ჩვეულებრივ ხდება ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე). შეიძლება აგრეთვე მუშაობა ხელშეკრულების გარეშე - საბოლოოდ გადაწყვეტილება შენზეა - თუ ჩასთვლი საჭიროდ რომ შენს ჯგუფს იგი არ სჭირდება.
როგორც არტისტულმა ინსტრუქტორმა:
შეეკითხე მონაწილეებს თუ როგორ წარმოიდგენენ ერთობლივ მუშაობას და თუ რა წესები უნდათ დაიცვან. როგორ სურთ ისწავლონ მუშაობისას? რა საშუალებით უნდათ დაეკონტაქტონ და როგორ უნდა მოექცნენ მათ სხვები ?
კონკრეტული ჯგუფების პირველი წარმოდგენების ყურების დროს ჩაიწერე შენიშვნები შემდეგის გათვალისწინებით:
შემდგომ, შეძლებისდამაგვარად განიხილე შენი აზრი მონაწილეებთან.
Flip chart (ქაღალდის დიდი ფურცლები) არის ძალიან გამოსადეგი სპექტაკლის მომზადებისას. შეგიძლია იხმარო წარმოდგენის გრაფიკული სცენარის შესაქმნელად, დახატო სხვადასხვა სცენები და გადასვლები ბავშვებისთვის საჩვენებლად. წარმოდგენის სხვადასხვა ელემენტების დახატვა ძირითადი ინსტრუმენტია როგორც სცენების არანჟაციისთვის, აგრეთვე კომუნიკაციისთვის - სქემატური ნახატები ადვილად გასაგებია ყველა მონაწილესთვის, სალაპარაკო ენის მიუხედავად.
გვაქვს სხვადასხვა მიდგომა: ხანდახან ვიქცევით ისე, ვითომ ვერ შევამჩნიეთ - თუ ეს არის სასაცილო და კულტურიდან გამომდინარე, გადაჭარბებული ენერგიის განსატვირთი მეთოდი. ზოგჯერ გვეჭირდება ჯგუფების ლიდერების დახმარება: საქციელი იღებს მუდმივ სახეს, უნდა გვესმოდეს რატომ ხდება ეს, ბავშვი მოითხოვს დამატებით ყურადღებას ან აქვს პიროვნული პრობლემები ან არის კონფლიქტი და ა.შ. გვჭირდება თარჯიმანი რათა ვიპლაპარაკოთ სერიოზული თემებზე.