წინა

არტისტული

შემდეგი

ურთიერთგაგება

სემინარები და ფინალური სპექტაკლი (I ეტაპის დამთავრებისას)

პროექტი Brave Kids შეიძლება ჩატარდეს ორი ეტაპად.

რამდენიმე ქალაქში, დაახლოებით 2-კვირიანი პარალელურად მიმდინარე პირველი ეტაპი მთავრდება ბავშვების მიერ, მათი კულტურის და არტისტული ნიჭის გამომხატველ არტისუტულ მასალაზე დაყრდნობილი ერთობლივად შექმილი ფინალური გამოსვლით. მეორე ეტაპი, რომელიც 1,5-2 კვირა გრძელდება, მთავრდება სრულიად ახალი სპექტაკლის მომზადებით: Brave Kids-ის დიდი ფინალური სპექტაკლით ყოველი ქალაქის ფინალური სპექტაკლების მასალაზე დაყრდნობით. ერთიანი სპექტაკლის შექმნა არის Brave Kids-ის პროექტის მთავარი პრაქტიკული ანუ არტისტული მიზანი.

რა არის პირველი ეტაპი?

Brave Kids-ის პროექტის პირველ ეტაპი ტარდება პარალელურად რამოდენიმე ქალაქში და ბავშვების მიერ ერთობლივად შექმინილი წარმოდგენებით მთავრდება. ყოველ ქალაქში ხვდებიან ბავშვთა ოთხი არტისტული ჯგუფი. ერთი ჯგუფი შედგება 6 ბავშვისგან. მთლიანი ჯგუფი წარმოადგენს 24 მონაწილეს. ბავშვები მონაწილეობენ პროფესიონალი არტისტული ინსტრუტორების მიერ ჩატარებულ და „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“ ფილოსოფიაზე დაყრდნობილ სემინარებში.

ფინალური სპექტაკლი: გვიჩვენე რითი ჩამოხვედი

ყოველი ჯგუფს მოეთხოვება მოკლე, ათწუთიანი წარმოდგენის მომზადება, რომელიც წარმოადგენს მათ კულტურას, ქვეყანას, საზოგადოებას ან რაიმე ხელოვნების სახეს, რომელსაც ისინი ფლობენ. წარმოდგენილი სიმღერები, ცეკვა და სხვა ელემენტები ქმნიან საბაზო მასალას სწავლისთვის და ერთმანეთის სწავლებისთვის. ამ დინამიური გაცვლის პროცესის საშუალებით ბავშვები ჰქმნიან ერთობლივ ფინალურ სპექტაკლს, რომელიც წარმოდგენილია როგორც პირველი ეტაპის კულმინაცია ყოველ ქალაქში.

ეს ნიშნავს, რომ სპეტაკლის შესაქმნელი მთავარი, ძირითადი მასალა (პირველ და მეორე ეტაპზე) არის საწყისი წარმოდგენების ელემენტები, რომლებიც ჯგუფებმა ჩამოიტანეს. ეს ელემენტები შეიძლება სტილისტიკურად (ცეკვა, თეატრი, ცირკი, მუსიკა) და ხარისხით ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. უნდა შეირჩეული იქნას, საინტერესო ან სხვების მიერ ადვილად სასწავლი ელემენტები, ელემენტები რომლებიც შეიძლება შესრულდეს სოლო და რომლებიც კიდევ დასახვეწია.

ეს ნიშნავს, რომ სპეტაკლის შესაქმნელი მთავარი, ძირითადი მასალა (პირველ და მეორე ეტაპზე) არის საწყისი წარმოდგენების ელემენტები, რომლებიც ჯგუფებმა ჩამოიტანეს. ეს ელემენტები შეიძლება სტილისტიკურად (ცეკვა, თეატრი, ცირკი, მუსიკა) და ხარისხით ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. უნდა შეირჩეული იქნას, საინტერესო ან სხვების მიერ ადვილად სასწავლი ელემენტები, ელემენტები რომლებიც შეიძლება შესრულდეს სოლო და რომლებიც კიდევ დასახვეწია.

სხვანაირად რომ ვთქვათ ვფიქრობთ, რომ სპექტაკლის მთავარი შინაარსია ბავშვების მიერ შეტანილი უნარიანობა, ნიჭი, კულტურის და იდეების ელემენტები. ამიტომ ვცდილობთ უფრო ვიპოვოთ და გამოვკვეთოთ ის ელემენტები, რომლებიც გამომდინარეობს ბავშვებისგან და არ მოვახვიოთ მათ ჩვენი აზრი.

სემინარები

Brave Kids-ის პროექტში მონაწილეებთან ვმუშაობთ სემინარული მოდელით. არსებობს ბავშვებთან და ჯგუფებში მუშაობისთვის განკუთვნილი ბევრი ვარჯიში და თამაში. ყველა ჩვენმა ინსტრუქტორმა იცის ისინი და ყოველმა მათთგანმა შეიმუშავა საუკეთესო პრაქტიკების საკუთარი ინდივიდუალური კომპლექტი. არ არის საჭირო ყოველი მათგანის გამოყენება. ისინი ადვილად ხელმისაწვდომია ლიტერატურაში და ინტერნეტში. გვინდა გავამახვილოთ ყურადღება სხვადასხვა ასპექტებზე, განსაკუთრებით მულტიკულტურალურ ჯგუფებში მუშაობისას.

Brave Kids-ის პროექტის ფარგლებში - I ეტაპის სემინარული სტრუქტურა (რამდენიმე პატარა ჯგუფი სხვადასხვა ქალაქებში) შემდეგნაირი ასპექტები:

  • ურთიერთგაცნობა - ხდება სხვადასხვა თამაშების, ვარჯიშების, პრეზენტაციების საშუალებით
  • ერთობლივი პროექტის შექმნა, რომელიც მიმართულია ჩვენს საერთო მიზანზე
  • გაცნობა და ინტეგრაცია (ჯგუფის შექმნა) - ისევ თამაში, მაგრამ აგრეთვე ჩვენს საერთო მიზნისკენ მისწრაფვა, იმის ახსნა, რა გველის და სამუშაოზე მოტივაცია.
  • სამუშაო ინსტრუმენტების გაზიარება - ეს ნაწილი ამზადებს ბავშვებს სწავლებისთვის - ძალიან მარტივად ვუჩვენებთ როგორ გააგებინონ სხვებს ენის გარეშე და შექმნან სპექტაკლის გარკვეული ელემენტები
  • უნარების გაცვლა (ბავშვები ასწავლიან ბავშვებს) - არტისტული კულტურული მასალის ერთანეთის სწავლება
  • სცენების დაპროექტება - ამაში შედის სხვადასხვა არტისტული ელემენტების შეერთება და ქორეოგრაფიის შექმნა, აგრეთვე მისი ქაღალდზე დახატვა სქემატური ფორმით
  • სპექტაკლის შექმა - სცენების თანამიმდევრობის დაგეგმვა (უმეტეს წილად ბავშვებთან ერთად)
  • ვარჯიში და დახვეწა
  • სპექტაკლის წარმოდგენა

პირველი ნაბიჯები

Brave Kids-ის მუშაობის პროცესში პირველი ნაბიჯები უბრალოდ შეხვედრაა. საკუთარი თავის, სხვა მონაწილეების და პროექტის მიზნის წარმოდგენისას ყოველთვის ვცდილობთ მეგობრულ გარემო შექმნას:

  • წარმოვადგენთ საკუთარ თავს
  • ვქმნით სიტუაციას, რომელშიც ყოველივე მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს თავი (ეხება მხოლოდ I ეტაპს)
  • ავხსნით, თუ რას ვაკეთებთ აქ და რა არის პროექტის მიზანი (ლიდერების/მომვლელების როგორც თარჯიმნების დახმარებით)
  • ვეკითხებით მონაწილეებს რას ფიქრობენ და გრძნობენ (ლიდერების/მომვლელების როგორც თარჯიმნების დახმარებით)
  • ვაქეზებთ მონაწილეების დასვან შეკითხვები და ვცდილოთ ვუპასუხოთ მათ(ლიდერების/მომვლელების როგორც თარჯიმნების დახმარებით)
  • წარმოვადგენთ საერთო მიზანს (საერთო სპექტაკლის შექმნა) - ვრწმუნდებით, რომ ყველამ ესმის იგი და რომ ის მართლა საერთოა! (ლიდერების/მომვლელების როგორც თარჯიმნების დახმარებით)

კონტრაქტი

სანამ დავიწყებთ ჯგუფთან მუშაობას, საჭიროა შევიმუშავოთ და შევთანხმდეთ ამ მუშაობის ძირითად წესებზე. ვაკეთებთ ამას, სემინარების წინ „კონტრაქტის“ დადების საშუალებით, რომელიც აღწერს თუ როგორ ვიმუშავებთ ერთად. (კონტრაქტის შექმნა ეხება ორივე ეტაპს, მაგრამ ჩვეულებრივ ხდება ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე). შეიძლება აგრეთვე მუშაობა ხელშეკრულების გარეშე - საბოლოოდ გადაწყვეტილება შენზეა - თუ ჩასთვლი საჭიროდ რომ შენს ჯგუფს იგი არ სჭირდება.

Examples

წესები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვიცავთ სივრცესა და უსაფრთხობასთან დაკავშირებით:

  • ფეხსაცმლების გარეშე - დავდივართ ფეხშიშველი,
  • დარბაზში საჭმლის გარეშე - შეგიძლია შეჭამო გარეთ შესვენების დროს
  • დარბაზში ტკბილი სასმელების გარეშე - მხოლოდ წყალი
  • სამუშაოს და ურთიერთპატივისცემა
  • ვეხმარებით ერთმანეთს - არ ვუშლით ხელს
  • მხარს ვუჭერთ ერთმანეთს - არ დავცინით სხვებს
  • ხელს არ ვახლებთ სხვის ნივთებს
  • ტელეფონების გარეშე
  • ძალადობის გარეშე

tips

სემინარების წაყვანისას

როგორც არტისტულმა ინსტრუქტორმა:

შეეკითხე მონაწილეებს თუ როგორ წარმოიდგენენ ერთობლივ მუშაობას და თუ რა წესები უნდათ დაიცვან. როგორ სურთ ისწავლონ მუშაობისას? რა საშუალებით უნდათ დაეკონტაქტონ და როგორ უნდა მოექცნენ მათ სხვები ?

კონკრეტული ჯგუფების პირველი წარმოდგენების ყურების დროს ჩაიწერე შენიშვნები შემდეგის გათვალისწინებით:

  • რომელი სცენები მოგეწონა ყველაზე ძალიან (რომლებსაც აქვთ მაღალი არტისტული მნიშვნელობა)
  • რომელი სცენებია ადვილი და რომელი ძნელი
  • პოტენციალურად როგორი ტიპის სცენებია (დიდი და პატარა სცენა, სოლო, მხარდამჭერი მოქმედება, და ა.შ.)
  • რომელ ჯგუფს აქვს სუსტად მომზადებული მასალა

შემდგომ, შეძლებისდამაგვარად განიხილე შენი აზრი მონაწილეებთან.

სპექტაკლის გეგმის მომზადება:

  • მოიფიქრე, როგორ დაიწყო და დაამთავრო სპექტაკლი. დასაწყისი გამოხატავს შენი წარმოდგენის შენს იდეას, დასასრული კი გახდება ამ იდეის მთავარი აზრი.
  • გააწონასწორე სტრუქტურა - ეცადე შეურიო მაღალი ენერგიის მქონე სცენები წყნარ სცენებთან და დიდი სცენები პატარებთან.
  • გააწონასწორე მონტაჟი - ეცადე აერიდო „ინტერვალებს“ აქციის დროს, სცენები უნდა ტარდებოდეს თანმიმდევრობით - ამ მიზნით შეგიძლია გამოიყენო მათ შორის გადასვლები

Flip chart (ქაღალდის დიდი ფურცლები) არის ძალიან გამოსადეგი სპექტაკლის მომზადებისას. შეგიძლია იხმარო წარმოდგენის გრაფიკული სცენარის შესაქმნელად, დახატო სხვადასხვა სცენები და გადასვლები ბავშვებისთვის საჩვენებლად. წარმოდგენის სხვადასხვა ელემენტების დახატვა ძირითადი ინსტრუმენტია როგორც სცენების არანჟაციისთვის, აგრეთვე კომუნიკაციისთვის - სქემატური ნახატები ადვილად გასაგებია ყველა მონაწილესთვის, სალაპარაკო ენის მიუხედავად.

როგორ მოვამზადოთ კონტრაქტი:

  • ერთობლივი მიზანი - კონტრაქტი უნდა იყოს შექმნილი ერთობლივ მიზანთან - ერობლივ სპექტაკლთან - დაკავშირებით
  • პოზიტიური მიდგომა - აერიდე სასჯელის ან ჯარიმების დაწესებას, რადგან ეს ორი მუქარა არ არის წესების საფუძლველი. ესეთი სიტყვები როგორც: შესძლებ და შეგიძლია უკეთ ჩაანაცვლებს სიტყვებს: უნდა გააკეთო ან ეს საჭიროა. ეს კონკრაქტის შესახსენებელი საფუძველია.
  • „მოკლე თეატრალური სცენები“ - შეიძლება თემების მოფიქრება მოკლე თეატრალური სცენების შესაქმნელად. დაყავი მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ბავშვების პატარა ჯგუფებად. მიეცი რამდენიმე წუთი მოკლე სცენის მოსამზადებლად მოცემულ თემაზე. შემდეგ წარუდგინეთ სცენები ერთმანეთს.
  • წერე და ხატე - ჩამოწერე ხოლმე ქაღალდის დიდი ფურცლებზე მონაწილეებთან შეთანხმებული ყველა „წესი“. შეგიძლია ყველა ჯგუფს თავიაანთ ენაზე ჩააწერინო რათა ყოველმა მათგანმა შესძლოს წაკითხვა. ზოგჯერ ვქმნით ნახატებს რომლებიც წარმოადგენენ გარკვეულ წესს.
  • ხელმოწერა - თუ დარწმუნებული ვართ, რომ ყველამ გაიგო წესები და დათანხმდა მათზე, ვთხოვთ მონაწილეებს ხელი მოაწერონ მათ (ჩვენც ვაწერთ ხელს.) ხელს ვაწერთ საკუთარი ხელმოწერით, ზოგჯერ კი ვთხოვთ მონაწილეებს, რომ ფერად საღებავიანი ხელის ანაბეჭდი დატოვონ, თითის ანაბეჭდიც კარგი აზრია.
  • გამონაკლისები - თუ დააწესებ წესს „სმარტფონების გარეშე“ მაშინ უნდა აუხსნა, რატომ არსებობს ამ წესის გამონაკლისი: ჩვენ ინსტრუქტორებს უნდა გვქონდეს სმარტფონი მოულოდნელი სიტუაციებში რეაქციის მოსახდნად ან მუსიკის ჩასართველად ან სტოპერსი დასაყენებლად და ა.შ.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე არღვევს კონტრატის „წესებს“, მაგალითად არის აგრესიული.

გვაქვს სხვადასხვა მიდგომა: ხანდახან ვიქცევით ისე, ვითომ ვერ შევამჩნიეთ - თუ ეს არის სასაცილო და კულტურიდან გამომდინარე, გადაჭარბებული ენერგიის განსატვირთი მეთოდი. ზოგჯერ გვეჭირდება ჯგუფების ლიდერების დახმარება: საქციელი იღებს მუდმივ სახეს, უნდა გვესმოდეს რატომ ხდება ეს, ბავშვი მოითხოვს დამატებით ყურადღებას ან აქვს პიროვნული პრობლემები ან არის კონფლიქტი და ა.შ. გვჭირდება თარჯიმანი რათა ვიპლაპარაკოთ სერიოზული თემებზე.

  • გაარკვიე რატომ აკეთებს ამას- არ დააბრალო ბავშვს - (როდესაც ხედავ, რომ ვინმე არღვევს კონტრაქტის წესებს, შეეცადე უპირველესყოვლისა გარკვიო, რისგან გამომდინარეობს ეს ყოფაქცევა. ჩვეულებრივ არსებობს გარვეული მოქცევის მიზეზი.)
  • შეახსენე კოტრაქტი
  • შეახსენე მიზანი

Ask yourself..

  1. რა არის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის სემინარების ჩატარების შენი მიზანი?
  2. რატომ გჭირდება ხელშეკრულება მონაწილეებთან? შეგიძლია წესების დაცვა?
  3. შეგიერთებია ოდესმე კულტურულად და არტისტულად განსხვავებული მასალა ერთ ელემენტში? რა იქნებოდა შენთვის რთული ამაში? რა გაიტერესებს ამაში?
Następny rozdział

ურთიერთგაგება

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee