წინა

რა არის პროექტი BRAVE KIDS

შემდეგი

სემინარები და ფინალური სპექტაკლი

არტისტული ინსტრუქტორები

ვინ არის არტისტული ინსტრუქტორი?

არტისტული ინსტრუტორი არის ადამიანი, რომელიც Brave Kids-ის მონაწილეებთან არტისტულ სამუშაოს ასრულებს. არტისტულ და სხვა ინსტრუქტორებთან ერთად ატარებს არტუსტულ სემინარებს სხვადასხვა კომუნიკაციური ინსტრუმენტების გამოყენებით და ეხმარება ბავშვებს ერთობლივი სპექტაკლის შექმნაში. პროფესიით ვართ რეჟისიორები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, მსახიობები, ცირკის მსახიობები, მეთოჯინეები, ჟონგლიორები, მუსიკოსები ...ვართ Brave Kids-ის არტისტული ინსტრუტორები.

არტისტული ინსტრუტორების ბიოგრამებ

არტისტული ინსტრუქტორის ფუნქცია

არტისტული ინსტრუქტორის ფუნქცია მონაწილე ბავშვებისთვის სივრცის შექმნაა რათა გამოიყენონ მათი ნიჭი და ისწავლონ ერთმანეთისგან. გავაკეთებინოთ ეს მათ, რაც ნიშნავს, რომ ვცდილობთ გადავცეთ მონაწილეებს მათ არტისტულ სამუშაოზე რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა. ჩვენი დავალებაა, მათი მხარდაჭერა და ინსტრუმენტების გადაცემა, რომელიც სჭირდებათ და დაეხმარებათ მათ სხვების სწავლებაში.

არ „ვასწავლით“ იძულების გაგებით. ამის მაგივრად ვუჩვენებთ, ვთავაზობთ, ვეხმარებით. ვუჩვენებთ შესაძლებლობის ასპარეზს და არსებულ გამოსავალს, მაგრამ არ მივუთითებთ პირდაპირ. ვაძლევთ ბავშვებს პრობლემების დამოუკიდებლად გადალახვის საშუალებას. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია „დავეხმაროთ“ სირთულის გადალახვაში, მაგრამ მხოლოდ დიალოგის და ურთიერთგაგების მეშვეობით. (მერი)

ამ საქმეში ვართ პარტნიორები.

რაც მთავარია, არ არის საჭირო შევცვალოთ ბავშვები. ვუჩვენებთ, რომ არის მოქმედების სხვადახვა მეთოდები, განსხვავებული კულტურები და ფასეულობები, რათა დაინახონ, რომ შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი და პოზიტიურად შეცვალონ სამყარო ურთერთგაგების საშუალებით.

 

ვაძლევთ პასუხისმგებლობას, ამავე დროს ვინარჩუნებთ მიზანს. ვრჩებით ლიდერებად. უნდა განვსაზღვროთ საზღვრები და შევინარჩუნოთ უსაფრთხო და გონიერი ფარგლები სემინარების განმავლობაში.

როგორია ჩვენი ფასეულობები?

თანადგომა, შეგნება, თავმდაბლობა, პატივისცემა, გულახდილობა და გული! არტისტული ინსტრუქტორები ყოველთვის უნდა ფიქრობდნენ უპირველეს ყოვლისა იმაზე, რაც სარგებელს მოუტანს ბავშვებს.

header

  • „ მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა. მომხიბლა ხალხის ერთად ყოფნამ, სხვაობების მიუხედავად, სრულიად განსხვავებული ისტორიების მიუხედავად. ეს არის რამ, რომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს. შეიძლება გვონდეს საერთო მსოფმხედველობა, მაგრამ გამოვხატავთ აზრს განსხვავებული რიტუალებით და მეთოდებით. (...) ჩემთვის აგრეთვე ძვირფასი იყო - ჩემი ცხოვრების გზის გათვალისწინებით - ესეთ პროექტში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯგუფების გაცნობა. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ვიღებ მეტს ვიდრე ვაძლევ და ვსწავლობ მეტს ვიდრე ვასწავლი. თუნდაც ის, რომ ბავშვები მასწავლიან თავის სიმღერებს, ჩემთვის როგორც მომღერლისთვის ეს არაჩვეულერივია. ვსწავლობ, როგორ მოქმედებენ ბავშვები, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორ ცხოვრობენ თავიაანთ კულტურულ გარმოში. არ ვსწავლობ ამას ტელევოზორით და არც ტერეოტიპებით. აქ ნამდვინად გავიცნობ სხვა ადამიანს.“

    ილონა
  • ვარ ანტროპოლოგი და ქორეოგრაფი, ასე რომ ჩემი ცოდნა მოვახმარე Brave Kids-ს. ვიცოდი, რომ შემეძლო ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ ადრე არ ვიცოდი Brave Kids, ასე რომ აღფრთოვანებული დავრჩი, თან ვფიქრობდი: „ სინამდვილეში არც ვიცი, რაზე დავთანხმდი (...) ნელნელა აღმოვაჩინე როგორია ეს სამუშაო. ეხლა ვფიქრობ, რომ მარტო ცოდნში კი არ არის საქმე, რომელიც ბავშვებს გააჩნიათ, და არც ფინალური სპექტაკლის შექმნაში. არამედ საქმე ბავშვების ერთად ყოფნაშია. და აგრეთვე შემს მათან ყოფნაში და მათ გაცნობაში, საკუთარი პიროვნების მოძებნის დახმარებაში. სხვადასხვა მეთოდების წყალობით ვცდილობდით მათთვის გვეჩვენებინა, რომ არიან ძალიან განსაკუთრებულები

    ქეთი

tips

რა გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ როგორც არტისტულ ინსტრუტორმა?

მერი: რისი გაკეთება არ შეიძლება? არ შეიძლება იმის რწმენა დავკარგო, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ რაიმის გაკეთება, რადგან ისინი იმწამსვე ამას იგრძნობენ, ეს კი საშინლად უკარგავს სურვილს. არ შეიძლება მათ დავანახო, რომ რაიმე არ მომწონს ან ვთვლი, რომ არის მაგალითად უგემოვნო. არა და არ შეიძლება, იმ დროს როდესაც ისინი ესე დარწმუნებულები არიან. ამავედროს არ შემიძლია მათ უფლება მივცე რომ აიძულონ თავისი თავი კულტურულ საკითხებში. ესი იგი არ შეიძლება რომ არ შევამჩნიო, რომ ვინმე ვერ გრძნობს თავს კარგად იმაში რასაც აკეთებს. ვფირობ, რომ იქნებოდა ჩემი პედაგოგური მუშაობის და ჩემი ემპათიის სრული დამარცხება, თუ სპექტაკლის შემდეგ შევამჩნევდი რომ რომელიმე მათგანი ვერ გრძნობს კარგად იმის გამო რაც იქ ხდებოდა.

როგორ გავაწონასწოროთ სიხარული და არტისტული წარმოდგენის მაღალი ხარისხი?

ერთი მხრივ გვინდა, რომ ბავშვები კარგად ერთობოდნენ სემინარების დროს, რომ ჰქონდეთ მეგორობის განვითარების სივრცე. მეორე მხრივ, გვინდა რომ შევქმნათ მაღალი ხარისხის არტისტული წარმოდგენა, რომელიც მოითხოვს მძიმე და დისციპლინირებულ მუშაობას. არის საფრთხე, რომ თუ არტისტულ მხარეზე მუშაობას გადავაჭარბებთ, მაშინ ჩვენი ჯგუფი დაღლილი იქნება, მოტივაციას და ხალისს დაკარგავს, რაც გამოჩნდება სპექტაკლში. მეორე მხრივ, თუ სასიამოვნო და გასართობ ატმოსფეროს შევქმნით, მაშინ სპექტაკლისთვის სუსტად მოვემზადებით და ის ბავშვები ვისაც მართლა მუშაობა უნდათ უკმაყოფილოები დარჩებიან. არტისტული და სოციალური მიზნებს შორის წონასწორობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

წყვილებში მუშაობა

„(...) ინსტრუტორებს შორის არიან ისეთები, ვინც უფრო გამოცდილია და ისეთებიც, რომლებიც პირველად არიან და აშკარად როდესაც პირველად ხარ, შეგრძნება გაქვს რომ არ იცი როგორ მოიქცე და ამის გაკეთება შეუძლებელია, შენ ამას ვერ შესძლებ და რასაკვირველია თავი მოგქვს ვითომ ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში კი მხოლოდ ისინი ვინც უფრო გამოცდილია იძლევინ უსაფრთხოების დიდ შეგრძნებას. ამიტომ ვცდილობთ ვიმუშაოთ წყვილებში, სადაც ერთი უფრო გამოცდილია, მეორე კი ახალი.“

კასია

Ask yourself..

  1. მზად ხარ იმუშავო ბავშვებთან და „მისცემ მათ ამის საშუალებას“?
  2. როგორ უყურებ ბავშვს - როგორც ბავშვს თუ შენთან თანასწორ პიროვენებას?
  3. მზად ხარ ასწავლო ბავშვებს?
Następny rozdział

სემინარები და ფინალური სპექტაკლი

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee