პროექტის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან ბავშვების შეხვედრის მოწყობა მეგობრულ, მშვიდობიან და ყოველი მონაწილის კულტურისა და ხელოვნებისადმი ურთიერთპატივისცემის გარემოში. ყოველწლიურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვებისა და პროფესიონალი ხელოვანი პირებისგან შედგენილი არტისტული ჯგუფები ხვდებიან ერთმანეთს, რათა გაიზიარონ კულტურა და ხელოვნება და აგრეთვე ისწავლონ ერთმანეთისგან.
2018 წელს (Brave Kids-ის მე-9 გამოცემა) პროექტი ჩატარდა 13 ევროპულ ქალაქში: 10 პოლონეთში, აგრეთვე საქართველოში, რუმინეთში და უკრაინაში. მასში მონაწილეობდა 365 არტისტი ბავშვი 51 არტისტული ჯგუფებიდან, 21 ქვეყნიდან და აგრეთვე 21 არტისტული ინსტრუქტორი. Brave Kids-ის დიდი ფინალური სპექტაკლი ნახა 1400 მაყურებელმა Hali Stulecia-ს სცენაზე ვროცლავში.
მეტი ინფორმაცია მოიპოვება პროექტის საიტზე: www.bravekids.eu