წინა

Brave Kids-ის პროექტის სამუშაო მოდელის სახელმძღვანელო.

შემდეგი

არტისტული

რა არის პროექტი BRAVE KIDS

Brave Kids არის 2009 წელს, ვროცლავში მდებარე საზოგადოება Stowarzyszenie Kultury Teatralnej Pieśń Kozła-ს მიერ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული არტისტულ-საგანმანათებლო პროექტი. დაარსდა არაჩვეულებრივი ადამიანის, ტიბეტურ ლამის, ექიმის და ქველმოქმედის, საქველმოქმედო ორგანიზაციის ROKPA-ს დამაარსებელი დოქტორ აკონგა ტულკუ რინპოჩეს შთაგონებით.

პროექტის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან ბავშვების შეხვედრის მოწყობა მეგობრულ, მშვიდობიან და ყოველი მონაწილის კულტურისა და ხელოვნებისადმი ურთიერთპატივისცემის გარემოში. ყოველწლიურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვებისა და პროფესიონალი ხელოვანი პირებისგან შედგენილი არტისტული ჯგუფები ხვდებიან ერთმანეთს, რათა გაიზიარონ კულტურა და ხელოვნება და აგრეთვე ისწავლონ ერთმანეთისგან.

2018 წელს (Brave Kids-ის მე-9 გამოცემა) პროექტი ჩატარდა 13 ევროპულ ქალაქში: 10 პოლონეთში, აგრეთვე საქართველოში, რუმინეთში და უკრაინაში. მასში მონაწილეობდა 365 არტისტი ბავშვი 51 არტისტული ჯგუფებიდან, 21 ქვეყნიდან და აგრეთვე 21 არტისტული ინსტრუქტორი. Brave Kids-ის დიდი ფინალური სპექტაკლი ნახა 1400 მაყურებელმა Hali Stulecia-ს სცენაზე ვროცლავში.

მეტი ინფორმაცია მოიპოვება პროექტის საიტზე: www.bravekids.eu

როგორ მოქმედებს პროქტი?

ქალაქებში, რომლებშიც აწყობენ პროექტს, არტისტული ბავშვების ჯგუფები ხვდებიან ერთმანეთს (4 ჯგუფი, დაახ. 20-30 ბავშვი, 1,5-2 კვირის განმავლობაში). ყოველ ჯგუფს ჩამოაქვს მოკლე (დაახ. 10-წუთიანი) გამოსვლა, რომელიც გამოხატავს საკუთარი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას ან რაიმე არტისტულ ტექნიკას (მაგ. ცირკს). პროფესიონალი არტისტების და პედაგოგების (არტისტული ინსტრუქტორები) ჯგუფთან ერთად, ამ მასალას იყენებენ საერთო ფინალური სპექტაკლის მოსამზადებლად ყოველივე ქალაქში, ამასობაში იყენებენ სამუშაო მოდელს „ბავშვები ასწავლიან ბავშვებს“. ეს არის პროექტის პირველი ეტაპი. მისი გაგრძელება არის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ყველა მონაწილე ხვდება ერთმანეთს ერთ ქალაქში დაახ 1-1,5 კვირით (შეკრების, ბანაკის სახით). იწყებენ აქამდე მომზადებული ფინალური სპექტაკლების ყურებით და შემდგომი შეხვედრების დროს ერთობლივად ქმნიან დიდ ფინალურ სპექტაკლს.

header

  • არაფერი არ არის ისე მნიშვნელოვანი ადამიანების ურთიერთობაში, როგორც ემპათია (...) ემპათია და თანაგრძნობა, არ არის არაფერი ამათზე ძლიერი

    გჟეგოჟი
  • გვყავდა აგრეთვე 16-წლის მოზარდების ჯგუფი ნორვეგიიდან, რომლებისათვის საყიდლები იყო ყველაზე მთავარი. როდესაც დავამთავრეთ Brave, შევეკითხეთ საბოლოოდ რითი ბრუნდებიან უკან, ერთერთმა გვიპასუხა: „ვისწავლე დედის და მამის უფრო მეტად სიყვარული“. დავიწყე ტირილი ისე გამაოცა პასუხმა. შევიგნეთ, რომ ის ცხოვრობს იქ, თავის მშვენიერ ნორვეგიულ სახლში, დედასთან და მამასთან ერთად სხვადასხვა ოთახებში სადაც არ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. აქ კი, გორაობს იატაკზე ბავშვებთან ბავშვთა სახლებიდან, რომლებსაც არ ჰყავთ მშობლები და მან რამენაირად გაიგო, შეიგრძნო თუ რა ბედნიერია რომ მშობლები ჰყავს. არავინ იცის, როდის მოხდება ეს

    იაცეკი
  • „(...) რომ ეს არის ისეთი დიდი საბაბი, ბავშვებთან მუშაობა, როდესაც მუდმივად უსვამ საკუთარ თავს კითხვას, სად არის კულტურის საზღვარი, სად არის საკუთარი ფასეულობების საზღვარი? და ეს არის ისეთი ძირითადი კითხვები აგრეთვე ისეთ საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ პოლონეთშიც დაბლოკილია, მაგრამ რომელიც არის მთელ მსოფლიოში ესე მრავალფეროვან საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ისევე როგორც ჩემთვის ცნობიერად ვუსვამ ჩემ თავს ამ კითხვას, აგრეთვე არის შანსი რომ ბავშვებმა დასვან იგივე კითხვა და ამიტომ არის ეს ესეთი ძვირფასი“

    კასია
  • „რაშია ამის აზრი“ (...) ვხვდები იმას რომ აზრი შეხვედრაშია. ჩვეულებრივ შეხვედრაში კი არა, არამედ სრულიად განსხვავებული ხალხის ღრმა, ნამდვილი შეხვედრაში. ვიცი რომ ადამიანები ისეთები არიან, რომ ყოველთვის ეშინიათ სხვისა და უცხოსი და ყოველი ფაშიზმები, დაძაბულობები, ომები და ა.შ. აქედან გამომდინარეობს. და რადგან ესეა, მაშინ შევხდეთ იმ უცხოებს და გავიცნოთ და დავინახოთ იმ სხვა ადამიანში იგივე ჩვენნაირი ადამიანი.

    იაცეკი
  • (...) იყო ესეთი ბიჭი ჯგუფში, რომლისათვის მის ქვეყანაში სიტუაციის გამო Brave Kids-ზე წამოსვლა ძალიან რთული იყო. ბოლოსდაბოლოს შესძლო, თან ორჯერ. ამჟამად სწავლობს უცხოეთში. მომიყვა, რომ მას Brave Kids-ში მონაწილეობამ შეუცვალა ცხოვრება. ამბობდა: როდესაც აქ ჩამოვედი პირველად, ვიყავი მორცხვი და გაუბედავი. არ შევდიოდი კონტაქტში. და როდესაც დამშვიდობების დრო მოვიდა, ვტიროდი კედელთან მიყუდებილი, ისეთი ჩაკეტილი ვიყავი. მაგრამ როდესაც სახლში დავბრუნდი, ვიცოდი, რომ შევეცდები ვიმოგზაურო, ვისწავლო და ჩავაბარო სასწავლებელში. ამაში აგრეთვე დამეხმარა სხვა ბავშვებთან შეხვედრამ და იმის დანახვამ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ქვეყანა. ეს იყო შანსი მთელ ჩემს ცხოვრებაში. და ამან ამამოძრავა.

    იაცეკი

tips

ვიყენებთ ხელოვნებას როგორც საერთო ენას

„სპექტაკლის აწყობის ხერხი, ყველა ტრადიციის, მასალის, ფოლკლორის, რიტუალის და სიმღერის გამოყენება როგორც არტისტული მასალისა არის თავისებური, სპეციფიკური რამ, რასაც აქ ვსწავლობდით და რაც გამოგვდის Brave Kids-ში. ჩვენ ვიყენებთ ამას და ვცდილობთ გამოვაჩინით ეს უნიკალური თვისებები. ჩვენ გვგონია, რომ ეს მცირე ელემენტები არის ჩვეულებრივი, ნორმალური რამ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აერთიანების საზოგადოებას და სამყაროში ფუნქციონირების შესაძლებლობას და ფასეულობების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. სხვა კულტურის ქვეყნებიდან მეგობრების მხრივ დაინტერესება აძლიერებს საკუთარი თავის დაფასების შეგრძნებას. ამ ელემენტების მოპოვება გვეხმარება იმ უნივერსალური, აგრეთვე უნიკალურის აღმოჩენაში.“

ილონა

Ask yourself..

  1. გრძნობ კულტურისა და ტრადიციის გაზიარების მოთხოვნილებას?
  2. არიან შენს გარშემო თავის კულტურასა და ტრადიციაში გაცნობიერებული ბავშვები?
  3. როგორია აქამდე მულტიკულტურულ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებული შენი გამოცდილება? გჭირდება ეს?
Następny rozdział

ინსტრუქტორები

კონტაქტი

მისამართი

Song of the Goat Theatre Association / Brave Kids

Purkyniego 1
50-155 ვროცვავი, პოლონეთი
NIP 899-23-31-660
KRS 000108979

Condittins Moreeeee